ჩხრეკის ოპერაციების სერიას ეხმაურება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე ჩხრეკის ოპერაციების სერიას ეხმაურება. წერს, რომ რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების დევნა საკუთარი თვითგანადგურების ტოლფასია”.

#terrorinGeorgia – საქართველოს რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების დევნა საკუთარი თვითგანადგურების ტოლფასია: დღეს ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის და გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის (Partskhaladze) კერძო სახლებში, – წერს სალომე ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თქვა, რომ ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა