“ეუთოს პრეზიდენტ პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ. ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავებისა და იმედების გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს! ისევე, როგორც ახალი არჩევნები!” – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა. ვიზიტი 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი.