სალომე ზურაბიშვილი – ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაგრამ ამან საქართველოს ევროპული გზიდან არ გადაახვევინა და მომავალშიც ვერ გაგვაჩერებს – ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც რუსეთს სურს

კი, ჩვენი ტერიტორიის 20% ს მიერ არის ოკუპირებული, მაგრამ ამან საქართველოს მისი ევროპული გზიდან არ გადაახვევინა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ რუსეთი ამის გამო იყო შეშფოთებული და უფრო შეშფოთდა, როდესაც [ევროინტეგრაცია] სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ვინაიდან კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს და შეგვიძლია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. და მათ ეს ნამდვილად არ მოეწონებათ. თუმცა, მათ ასევე არ მოეწონათ სომხეთის ევოლუცია. მათ ასევე არ მოსწონთ აზერბაიჯანის ევოლუცია და თურქეთთან სიახლოვე. მათ ასევე არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ შავ ზღვას ვერ აკონტროლებენ ისე, როგორც სურთ. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც რუსეთს სურს. ჩვენ ერთგულნი ვართ. კი, ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაგრამ ამან საქართველოს მისი ევროპული გზიდან არ გადაახვევინა. ამან ერთი წამითაც არ გაგვაჩერა და მომავალშიც ვერ გაგვაჩერებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.