ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ შეხვდა ჩეხეთის პრეზიდენტს. მიღება პრაღის სასახლეში გაიმართა.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინაში რუსეთის აგრესიას და კავკასიაში არსებულ სიტუაციას განიხილეს.
ზურაბიშვილი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტსა და ჩეხეთის პარლამენტის ქვედა სპიკერს.
“ამით უპატივცემულობას ახდენს როგორც ქვეყნის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების წინაშე. პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, რომელმაც უთხრა, რომ შენი ეს ნაბიჯები იყო ანტიკონსტიტუციური. სადაც აქამდე ასეთი დამაზიანებელი იყო ქვეყნის იმიჯისთვის მისი ეს ნაბიჯები, არანაირ გაკვირვებას არ წარმოადგენს, რომ ის აგრძელებს ამ ნაბიჯების გადადგმას” – ამბობს ოცნების წევრი გივი მიქანაძე.