სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას – ევროპის რეაქცია არ შეესაბამება იმის მნიშვნელობას, რაც საქართველოში ხდება

ევროპის რეაქცია არ შეესაბამება იმის მნიშვნელობას, რაც საქართველოში ხდება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ევროპისა და ევროკავშირის რეაქცია ძალიან ჩუმი იყო. თითქმის ერთი წლის წინ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, დღეს იმავე ქვეყანას რუსეთის ორბიტისკენ მიათრევენ, ავტორიტარული ტაქტიკის საცდელ მოედნად აქცევენ და ევროპის რეაქცია არ შეესაბამება იმის მნიშვნელობას, რაც ხდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, მხოლოდ ქართული პოლიტიკური კრიზისი არ არის და ევროპული გამოწვევის ნაწილსაც წარმოადგენს.
„ეს გამოწვევაა ლიბერალური დემოკრატიისთვის, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში. თუკი საქართველოში დემოკრატია შეიძლება განადგურდეს ერთ წელიწადში, სამი ათწლეულის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერის შემდეგ, მაშინ რას ამბობს ეს დემოკრატიის მდგრადობაზე? თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, ჩვენ სიგნალს ვგზავნით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია და ავტოკრატებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, თუ ისინი იმოქმედებენ. ქართველები წინააღმდეგობის გაწევისთვის მზად არიან“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“