სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატში – თუ დღეს საქართველოს ვერ დავიცავთ, ხვალ შეიძლება სრულიად განსხვავებულ ევროპაში გავიღვიძოთ – საჯაროდ დააფიქსირეთ ევროკავშირის პოზიცია, მიზანმიმართული ფინანსური სანქციები გვჭირდება

ევროპის რეაქცია არ შეესაბამება იმის მნიშვნელობას, რაც საქართველოში ხდება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ევროპისა და ევროკავშირის რეაქცია ძალიან ჩუმი იყო. თითქმის ერთი წლის წინ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, დღეს იმავე ქვეყანას ს ორბიტისკენ მიათრევენ, ავტორიტარული ტაქტიკის საცდელ მოედნად აქცევენ და ევროპის რეაქცია არ შეესაბამება იმის მნიშვნელობას, რაც ხდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, მხოლოდ ქართული პოლიტიკური კრიზისი არ არის და ევროპული გამოწვევის ნაწილსაც წარმოადგენს.
„ეს გამოწვევაა ლიბერალური დემოკრატიისთვის, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში. თუკი საქართველოში დემოკრატია შეიძლება განადგურდეს ერთ წელიწადში, სამი ათწლეულის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერის შემდეგ, მაშინ რას ამბობს ეს დემოკრატიის მდგრადობაზე? თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, ჩვენ სიგნალს ვგზავნით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია და ავტოკრატებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, თუ ისინი იმოქმედებენ. ქართველები წინააღმდეგობის გაწევისთვის მზად არიან“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, ს განცხადებით, „თუ დღეს საქართველოს ვერ დავიცავთ, ხვალ შეიძლება სრულიად განსხვავებულ ევროპაში გავიღვიძოთ“.
„რუსეთი მოვლენებს აკვირდება და შემდგომ ნაბიჯებს ამზადებს. ის, რაც მან საქართველოსა და ში ტანკებით ვერ შეძლო, ახლა ახალი ფორმულით, ჰიბრიდული სტრატეგიით ცდილობს. ამ ახალ სამოქმედო გეგმას არმია არ სჭირდება. მხოლოდ სამი შემადგენელი ნაწილია საჭირო: საარჩევნო მანიპულირება, პროპაგანდა და მარიონეტი ოლიგარქი, რომელიც ინსტიტუტებს ხელში შიგნიდან ჩაიგდებს. თუ ეს ჰიბრიდული სტრატეგია საქართველოში წარმატებას მიაღწევს, ის შეიძლება ევროპაშიც განმეორდეს, რადგან ეს ჩუმია, იაფია და გარედან სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ევროპის მოქმედების დროა, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ რეალური სტრატეგიით.
„ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა პირველ რიგში ს დაცვა უნდა უზრუნველყონ. ჩვენი მოწოდება ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია, მაგრამ ამას აზრი არ ექნება, თუ დაცვა არ მოხდება, რადგან გაყალბება არჩევნების დღემდე ხდება. პოლიტიკური სიცხადე გვჭირდება. საჯაროდ დააფიქსირეთ ევროკავშირის პოზიცია, რათა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ მარტო არ არის. მიზანმიმართული ფინანსური სანქციები გვჭირდება, მათ წინააღმდეგ ვინც დაფინანსებას ახდენს. დაიცავით ის ღირებულებები, რომლებსაც მხარს უჭერდით მთელი ამ დროის განმავლობაში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ჩეხმა ხალხმა იცის რა არის პროპაგანდა, ოკუპაცია და რას ნიშნავს გათავისუფლება.
„დღეს საქართველო ამ ბრძოლაშია. ჩვენ არ გთხოვთ ჩვენთვის იბრძოლოთ, არამედ გთხოვთ, დადგეთ ჩვენს გვერდით, ხმა აიმაღლოთ, სიცხადით ისაუბროთ და მტკიცედ იმოქმედოთ, რადგან თუ დღეს საქართველოს ვერ დავიცვათ, ხვალ შეიძლება სრულიად განსხვავებულ ევროპაში გავიღვიძოთ“, – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.