საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღაში ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს შეხვდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პეტრ პაველს სურს, საქართველოს ევროპული საბჭოს სხდომამდე მხარდაჭერა გამოუცხადოს.
მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის აგრესიასა და მის შედეგებზე იმსჯელეს.
“ჩეხეთის რესპუბლიკას ასევე აქვს დიდი ინტერესი საქართველოს დაახლოებით საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, განსაკუთრებით უკრაინისა და ანტირუსული სანქციების მხარდაჭერით”, – წერს მედია.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში ვიზიტით მთავრობასთან შეუთანხმებლად გაემგზავრა, რამაც “ქართული ოცნების” გაღიზიანება გამოიწვია.