თქვენი [შეზღუდული შესაძლებლობის პირთა] უფლებები ასევე, ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ მიღებული იქნა „რუსული კანონი“, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში, ძალიან ბევრი გააკეთეს იმ სტანდარტების შემოსატანად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეტი ინკლუზიურობა და სხვადასხვა სერვისებზე მეტი წვდომა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი პირდაპირ მიმართულია იმის საწინააღმდეგოდ, რომ ის ევროპული სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში ნელ-ნელა შემოდიოდა, რეალურად შეჩერდეს.
„მინდოდა თქვენთვის ძალიან მკაფიოდ მეთქვა – თქვენი უფლებებიც არასოდეს იქნება დაცული, თუ ქვეყანაში ყველასი და ცალკეული ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. ეს ინდივიდუალურად, თუ კოლექტიურად ჩვენი ღირსების საკითხია.