: შერჩეული მყავს პრემიერმინისტრობის კანდიდატი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას ჰყავს შერჩეული კანდიდატი პრემიერმინისტრობისთვის, თუ დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის შექმნა დადგება.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტვ პირველთან, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ქარტიაში წერია, რომ პრემიერი უნდა იყოს ჩემთან კონსულტაციით შერჩეული. მე უკვე მყავს კანდიდატი. ახლა არ გეტყვით იმიტომ, რომ ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ”, – თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ აქვს.
„[მთავრობა უნდა იყოს] ნდობით აღჭურვილი და არა პოლიტიკოსები და რატომ — იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ”, – ამბობს .
კითხვას, თავად თუ არის მზად პრემიერმინისტრობისთვის, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საკითხი ასე არ დასმულა, მაგრამ „გამორიცხული ცხოვრებაში არაფერია“.
სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ კანდიდატები მომავალი მთავრობის დასაკომპლექტებლად, ამომრჩევლისთვის არჩევნებამდევე გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა