– შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს, ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში – ქრისტე აღდგა! და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული!

აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! – აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული! – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ახლა სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში ვიმყოფებით და საზოგადოებას 23:00 საათზე, სანთლებით ხელში ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდებს.
„აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ.
ვინც როგორც შეძლებს, პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად: „ქრისტე აღდგა!“ და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული!
ქრისტე აღდგა!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება