სალომე ზურაბიშვილი – ყველგან შემიძლია ნებართვების გარეშე ვიარო, გარდა ქვეყანაში, რომელიც ომშია

ყველგან შემიძლია ნებართვების გარეშე ვიარო, გარდა ქვეყანაში, რომელიც ომშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ხომ არ უსაუბრია უკრაინის პრეზიდენტთან, სთან, ან ხომ არ აპირებს იქ ჩასვლას. პრეზიდენტის განმარტებით, ამ მოცემულობაში მას არ აქვს უფლება, მისი პოსტი საფრთხის ქვეშ დააყენოს.
„ზელენსკისთან არაერთი საუბარი მქონდა ბოლო შეხვედრების დროს, ვიყავი შვეიცარიაში, სადაც სამშვიდობო, დიდი კონფერენცია იყო ორგანიზებული სწორედ შვეიცარიელების მიერ, მაგრამ უკრაინისთვის, რასაც ზელენსკი ესწრებოდა. მასაც ავუხსენი და ყოველ ჯერზე ვუხსნი ყველას, რომ ყველგან შემიძლია ნებართვების გარეშე ვიარო, გარდა ქვეყანაში, რომელიც ომშია, რადგან მე არ მაქვს უფლება, როგორც სახელმწიფო მეთაურს, რომ ეს პოსტი ჩავაყენო რამე საფრთხის წინაშე ამ პირობებში და ეს ყველამ ძალიან კარგად გაიგო. მე დიდ ხანს არ მინდოდა ამის ახსნა, იმიტომ, რომ არ მინდა, რომ უკრაინისთვის ეს რამენაირად დამამცირებელი იყოს, მაგრამ ეს რეალობაა და სახელმწიფო მეთაურის პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ