სალომე ზურაბიშვილი: ყველა გრძნობს ტექნიკური მთავრობის საჭიროებას

“მე ერთ რამეში გეთანხმებით, რომ ეს რომ შემდგარიყო, ეს ტექნიკური მთავრობა, რომელსაც დღეს ყველა უტრირებს და სხვადასხვა ინიციატივები არის ამ კუთხით იმიტომ, რომ დღეს ვგრძნობთ ამის საჭიროებას. ტექნიკური მთავრობა დავარქვათ თუ სხვა რამე, ყველა გრძნობს საჭიროებას იმისა, რომ შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა.
კითხვაზე, თუ რა მოხდება, როცა ეს რეჟიმი დაიშლება, წავა, გავიმარჯვებთ, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, რა მოხდება და ვინ იქნება, ამ “ვინ” კითხვაზე საჭიროა რომ გაეცეს პასუხი, თუმცა და თუნდაც ეს “ვინ” იყოს დროებითი, სანამ არ დაინიშნება შემდგომ კიდევ ნამდვილი, სამართლიანი ღია საპარლამენტო , რომელიც მისცემს ყველა პარტიას იმ ფორმატში, რომ კონკურენცია ნამდვილად შედგეს მათ შორის. მანამდე საჭირო იქნება ეს პოლიტიკური ალტერნატივა, რაც გვინდა ის დავარქვათ და რა ფორმითაც არ უნდა იყოს.
ცხადია, ჩვენ წინ წასული ვიქნებოდით ეს რომ მომხდარიყო მაშინდელ საპარლამენტო არჩევნებში. არ მოხდა და მე არ მგონია, რომ დღეს ვინმეს ინტერესში იყოს, თუნდაც ჩვენს, ყველას ერთობლივ ინტერესში, რომ ახლა დავიწყოთ იმაზე ჭორაობა, თუ ვინ იყო უფრო წინააღმდეგი და ვინ ნაკლებად. ვიტყოდი, რომ დიდი ენთუზიაზმი არავისგან არ იყო იმიტომ, რომ ეს ტექნიკური მთავრობა უნდა შემდგარიყო არა პოლიტიკოსებისგან, არამედ პროფესიონალებისგან” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა