სალომე ზურაბიშვილი: „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობაა – ძალას ვერ იბრუნებენ! ვერასდროს დაიბრუნებენ! ეს არის მათი ბოლო სტადია

შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა – სრულ იზოლაციაში არიან დანარჩენი მსოფლიოსგან,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატორის და დიქტატორული რეჟიმების ბოლო ეტაპი.

„შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობაა ერთი მეორესი, ვიღაცის ჩამოშორება, კორუფციაზე თემის ამოწევა რომ ვიღაცები ჩამოიშორონ. გაუგებარი მდგომარეობა მათთვის, ჩვენთვის კი გასაგები. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატორის და დიქტატორული რეჟიმების ბოლო ეტაპი. რაც უფრო იშლებიან, რაც უფრო სუსტდებიან, ამიტომ სჭირდებათ გამოაჩინონ ვითომ რაღაც ძალა. ამ ძალის გამოჩენა ნიშნავს ახალ რეპრესიულ კანონებს, ახალ ჯარიმებს, დაპატიმრებებს. ეს მხოლოდ მოჩვენებითია, ამით ძალას ვერ იბრუნებენ! ვერასდროს დაიბრუნებენ! ეს არის მათი ბოლო სტადია. ერთადერთი, რაც დარჩათ არის ის, რომ საზოგადოებისგან სრულ იზოლაციაში არიან, ვერავის შეკრებენ საკუთარი ნებით, სრულ იზოლაციაში არიან დანარჩენი მსოფლიოსგან. არავინ ხვდებათ და უნდათ შექმნან რაღაც პაროდიები მილანში საკონსულოს გახსნისა, იმისთვის, რომ აჩვენონ ვითომ რაღაც კავშირები გააჩნიათ – არა! არანაირი!

აგერ ევროკავშრის უმაღლესი წარმომადგენელი ჩავიდა აზერბაიჯანში სომხეთი და არც გამოუხედია ამათკენ, ეს არის ამათი რეალური მდგომარეობა, ეს არის სისუსტე, ეს არის ამათი დაშლა, ჩამოშლა“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?