სალომე ზურაბიშვილი – „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების მარიონეტი გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რუსეთის სტრატეგიები სამხედრო არ არის

„ქართული ოცნება“ ს ინტერესების მარიონეტი გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რუსეთის სტრატეგიები სამხედრო არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რამდენად სავარაუდოა, რომ ჯარს გამოიყენებს, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ვითარება მისი სურვილისამებრ არ წარიმართება.
„ეს, რა თქმა უნდა, ჰიპოთეზაა, რომელსაც მე არ გავაჟღერებ და არ მგონია, რომ რუსეთმა ამის გაკეთება სცადოს, თუმცა არასოდეს შეიძლება თქვა არასოდეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სტრატეგია, რომელსაც რუსეთი იყენებს დღეს საქართველოში, არის ის, რაც გახდა მარიონეტული, „ქართული ოცნება“, მართლაც გახდა რუსეთის ინტერესების მარიონეტი, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი უშუალო სტრატეგიები სამხედრო არ არის. მე ვფიქრობ, რომ მათთვის საკმარისია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უკრაინა გაძლიერდება, ვფიქრობ, ამ ყველა საფრთხეზე პასუხს ნამდვილად უკრაინის ირგვლივ სოლიდარობა წარმოადგენს, უკრაინის თავდაცვის გაძლიერება და უკრაინისთვის ომის მოგების შესაძლებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, რა გეგმა არსებობს თუ ვლადიმერ პუტინი საქართველოში ჯარს გამოიყენებს, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხოა, რომ გეგმა არ არსებობს.
„არ არსებობს გეგმა, თუ ეს მოხდება, რადგან საქართველო უკრაინა არ არის. საქართველოს არ აქვს მსგავსი სამხედრო ძალა. ეს თქვენთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯერ იქ არ ვართ და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც უნდა დავიცვათ, დავიცვათ მშვიდობიანი გზით და საკუთარი თავი გამოვხატოთ. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის მობილიზება არჩევნებზე დღეს რეალურ პასუხს წარმოადგენს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, რას ეტყოდა ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინისთვის დიდი თანხები იხარჯება და ომი ნებისმიერ ფასად უნდა დასრულდეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მშვიდობა ნებისმიერ ფასად არ არსებობს.
„ჩვენ, ვინც ისტორიას ვიცნობთ, ვიცით, რომ მშვიდობა ნებისმიერ ფასად არ არსებობს. მშვიდობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ის სამართლიანია, მშვიდობაა მხოლოდ მაშინ, როცა მოსახლეობას აქვს თავისუფლება და როცა ქვეყნებს აქვთ დამოუკიდებლობა. დარწმუნებული ვარ მშვიდობა იქნება მაშინ, როცა რუსეთი გაიგებს, რომ, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ხალხს, მასაც აქვს საზღვრები, რომლებსაც პატივი უნდა სცეს. მან უნდა იცოდეს, პირველ რიგში, სად არის მისი საზღვრები, პატივი სცეს საზღვრებს, პატივი სცეს მეზობლებს და დათანხმდეს საკუთარ საზღვრებში ყოფნას. ეს არის ერთადერთი მშვიდობა, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობას წარმოადგენს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ