ფრიდრიხ მერცს – მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა აღვადგინოთ პარტნიორობა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას ულოცავს.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის მერცთან ერთად მუშაობას, რათა აღდგეს პარტნიორობა ევროკავშირის უფრო ფართო უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერაში.
“გილოცავთ, ფრიდრიხ მერც, კანცლერად არჩევას. ყველანაირ წარმატებას გისურვებთ იმაში, რომ წინ გაუძღვებით გერმანიას გამოწვევებით სავსე დროს.
მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა აღვადგინოთ ჩვენი პარტნიორობა ევროკავშირის უფრო ფართო უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერაში. თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ქართველი ხალხის ბრძოლაში გერმანიის მიმდინარე მხარდაჭერა ღრმად დაფასებულია”, – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გორდულაძე – ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას – პასუხები გასცენ: უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონები? უნდა დაკანონდეს თუ არა სქესის შეცვლა?

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა