სალომე ზურაბიშვილი – ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე

გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. „ქართული ქარტიის“ ინიციატივა, საქართველოში წინასაარჩევნო კლიმატი, რუსული გავლენა, დიასპორასთან დაკავშირებული შეზღუდვები და არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკვირვების პრობლემები განვიხილეთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.