ფიქრობს, რომ ახალი პარტიების დროა – ვინ გეგმავს პოლიტიკაში ჩართვას? (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების და ახალი პარტიების დროა. ფბ-ლაივში ხალხის კითხვეზე პასუხის დროს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ ახალი პარტიები ხალხის დაკვეთააა.

ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ძველი პარტიებიც, ახლებიც, და პროტესტში მყოფი საზოგადოებაც უნდა გაერთიანდეს.

ერთ-ერთი, ვინც ქვეყანაში ახალი პარტიის შექმნას აპირებს, ეს ვიქტორ ყიფიანია. ინიციატივა “ჯერ საქართველოს” ლიდერი აცხადებს,  რომ საჭიროა ახლი მიდგომები და რეალისტური გადაწყვეტილებები. ადამიანი, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვილს, ახლა პარტიის ფორმირების პროცესშია და ახალი გუნდით ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას გეგმავს.

შეძლებს თუ არა კოორდინაციას ახალი პოლიტიკური ძალები უკვე გამოცდილ პოლიტიკურ ძალებთან, ვისაც ამ ასპარეზზე მრავალწლიანი ბრძოლა და გამოცდილება გააჩნია. ახალგაზრდები, რომლებიც სამომავლოდ პოლიტიკური განაცხადის გაკეთებას აპირებენ, აცხადებენ რომ მათი მთავარი ბრძოლის ობიექტი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაა.

ასევე დაგაინტერესებთ