სალომე ზურაბიშვილი – უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს ნდობით – „ქართული ოცნების“ ერთადერთი ბერკეტია, რაც ყველა დიქტატორული რეჟიმის ხერხია: „დაყავი და იბატონე“ და ეს არ უნდა დავუშვათ

უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, ისეთი ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს თქვენი ნდობით და ჩვენი პარტიების ნდობით – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, საზოგადოებასა და პარტიებს შორის დაპირისპირება და დაყოფა შემოიტანოს, რაც არ უნდა დავუშვათ.
“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვერცერთი პარტია მარტო ვერაფერს მიაღწევს. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ არა ელემენტარული ერთობა – “ქართული ოცნების”, რომელსაც აღარაფერი აღარ შეუძლია, ერთადერთი ბერკეტი და ერთადერთი მიზანი არის, საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შემოიტანოს დაყოფა, ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი – დაყავი და იბატონე – და ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ ვმუშაობთ იმაზე და შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატი – პროკურატურამ იკადრა და ამოჭრა მონაკვეთი, სადაც პოლიციელები საგნებს ისვრიან მომიტინგეების მისამართით – ექსპერტმა სახეზე შეახმო პროკურატურასა და საჯარო თანამდებობის პირებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები

გიორგი ახობაძე – შესაძლოა, ამათ ჩემთან საუბრის შემდეგ საქმის „შეკერვა“ უფრო დახვეწეს, ამიტომ თუ აქ იგივე ბრალდებით მოვხვდები, მეტი ჭიდაობა მოგვიწევს – უკეთესად შეეძლოთ! იჩქარეს, ალბათ სჭირდებოდათ ეფექტის შექმნა, რომ ხალხს მასიურად იჭერდნენ