სალომე ზურაბიშვილი – უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია იმიტომ, რომ თავისუფალი მედიის გარეშე არც თავისუფალი იქნება, არც თავისუფალი საზოგადოება

უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია იმიტომ, რომ თავისუფალი მედიის გარეშე არც თავისუფალი იქნება, არც თავისუფალი საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, თავისუფალი მედია დემოკრატიული ქვეყნის აუცილებელი ნაწილია.
„უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია იმიტომ, რომ თავისუფალი მედიის გარეშე არც თავისუფალი არჩევნები იქნება, არც თავისუფალი საზოგადოება. ინფორმაცია და თავისუფალი ინფორმაცია არის დემოკრატიული ქვეყნის აუცილებელი ნაწილი, ამიტომ ეს ჩვენი ყველას ვალდებულებაა და მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ, რაც გაგიკეთებიათ და რასაც გააკეთებთ კიდევ.
ყველა ერთად მოვნახავთ იმ საშუალებებს, რომ თქვენ დარჩეთ და იყოთ თავისუფალი, რომ არ იყოთ არავისზე დამოკიდებული და შეძლოთ ემსახუროთ მხოლოდ ერთ რამეს – საზოგადოებასა და ქვეყანას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)