სალომე ზურაბიშვილი – უკვე რამდენიმე წელია, ვეღარც დავითვლი, არ ვიღებ არცერთი მაღალი დონის შეხვედრის არანაირ ანგარიშს, ეს იქნება პრემიერი თუ თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი

უკვე რამდენიმე წელია, ვეღარც დავითვლი, არ ვიღებ არცერთი მაღალი დონის შეხვედრის არანაირ ანგარიშს, ეს იქნება პრემიერი თუ თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, პრემიერის ვიზიტებთან დაკავშირებით.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რაც უნდა მტრული მთავრობები იყოს, ოფიციალური ვიზიტების შესახებ ინფორმაცია თუ ანგარიში ყოველთვის ინახება იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოს მეხსიერება.
მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან სახიფათო, რადგან სამომავლოდ მოლაპარაკებების სრულ სიბნელეში დაწყებას ნიშნავს.
„არ ვიცი რას ნიშნავს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომელიც სახელმწიფოსთვის ძალიან სამწუხარო არის. ის, რომ მე უკვე რამდენიმე წელია, ვეღარც დავითვლი, არ ვიღებ არცერთი მაღალი დონის შეხვედრის არანაირ ანგარიშს, ეს იქნება პრემიერი თუ თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ვიღებ ტექნიკურ სასაუბროს, რაც ყველამ იცის, როგორ არის შედგენილი, მაგრამ იმ საუბრების შინაარსი, რაც შედგება პრემიერსა და აზერბაიჯანის თუ თურქეთის მეთაურს შორის, თუ იმ დღეს, როცა ბატონი იდგა სირიის მეთაურის გვერდით, რომელიც არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ს ოკუპირებული ტერიტორია, როგორც დამოუკიდებელი. ამ შეხვედრების, შეიძლება საიდუმლო გარიგებების თუ რაც არის, შინაარსი არა მხოლოდ ჩემთან არ მოდის, არსად ინახება. ეს ერთ რამეს ნიშნავს, ეს უკვე ჩემი დიპლომატიური გამოცდილებიდან ვამბობ-რაც არ უნდა მტრული მთავრობები იყოს, ეს ყოველთვის ინახება იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოს მეხსიერება. შემდგომში, ვინმე რომ დაიწყებს რომელიმე ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს, არ ეცოდინება, საიდან უნდა დაიწყოს, რა დათმობაზე წავედით ან არ წავედით, ანუ, სრულ სიბნელეში დაიწყებს შემდეგი, ვინც რაიმე მოლაპარაკებებს დაიწყებს. ეს არის ძალიან სახიფათო“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ