– ტერორი საქართველოში: მედიას აღარ აქვს სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება, არავის აქვს უფლება გადაიღოს ან ჩაწეროს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება.
„ტერორი საქართველოში: ამიერიდან მედიას არ აქვს სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება, ასევე აკრძალულია სასამართლოს შენობის გარეთ ყოფნა. არავის აქვს უფლება გადაიღოს ან ჩაწეროს. ტელეფონებით სარგებლობა აკრძალულია“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, სასამართლოში – სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი – ვაღიარებ, რომ 14-დღიანი ვადა უკიდურესად მოკლე დროა, ამიტომ ორი კვირის განმავლობაში დილის 05:00 საათზე ვიღვიძებდი – ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო