სალომე ზურაბიშვილი – სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს – ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება

სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი , სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას.
როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სუს-ის განცხადება ემსახურება ადამიანების ფსიქოლოგიურ დატერორებას.
„სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. ეს, რაღაც სცენარების დატრიალება, რა სცენარიც მოიცავს „გვამებს“, ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება. იმ დროს, როდესაც გარეთ არის მშვიდობიანი აქციები, გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არის, არც „ტიტუშკები“ და არც სხვები, ძალიან აქციები მშვიდობიან ტარდება და არაფერი ისეთი არ ხდება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, სუს-მა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ს პროცესი არ შედგეს – ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გიორგი ისაკაძემ თავად აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში – ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი ტრიბუნიდან, მედიიდან გვესაუბრება

ანალენა ბერბოკი – საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ – განვიხილავთ შემდგომ ზომებს – ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ