სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ჩავიდა – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველ ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა.

ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – სამწუხარო დღეა საქართველოში დემოკრატიისთვის – რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს არჩევნების მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს

დონალდ ტრამპი ღაზას სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით – მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ – გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი კონფლიქტის მონიტორინგს.