საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ემიგრანტის პოსტს აზიარებს
“ფბ პოსტებიდან -ეს ერთი და სხვა მრავალი : “რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ჩემი მეგობარი, რომელიც 2008 წლის შემდეგ ესპანეთშია და ამ ხნის მანძილზე არასოდეს დაუტოვებია ესპანეთი, ვერ დავარეგისტრირეთ. საკონსულო არ არეგისტრირებს ადგილზე (მადრიდში) ჩასვლის გარეშე, ეს ადამიანი კი ვერ ახერხებს ჩასვლას მადრიდში. საკონსულო ეუბნება, რომ საზღვრის კვეთა არ ფიქსირდება და ეს ადამიანი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ისევ საქართველოშია. ონლაინ რეგისტრაციაზე უარის შემდეგ ანკეტა შეავსო და ფოსტით გაგზავნა საკონსულოში. ამის შემდეგ ტელეფონითაც გაესაუბრა საკონსულოს წარმომადგენელი, მაგრამ არაო, უნდა ჩამოხვიდე მადრიდშიო. ამ ემიგრანტს 2021 წელს მადრიდში, საელჩოში აქვს აღებული საქართველოს პასპორტი, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ასევე საელჩოს მეშვეობით აიღო ნასამართლეობის ცნობა (ესპანური საბუთის ასაღებად სჭირდებოდა), მაგრამ მაინც ეუბნებიან, რომ ვერ ადასტურებენ მის ესპანეთში ყოფნას. ადამიანი არის ესპანეთში კონკრეტულ მისამართზე ჩაწერილი, აქვს ოფიციალური სამუშაო კონტრაქტი და მაინც არაო. ”