სალომე ზურაბიშვილი: სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება

სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის ს გასაყალბებლად გამოყენება, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ შემთხვევას, კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.
“სირცხვილია, სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.