სალომე ზურაბიშვილი – სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის! – სირცხვილი იქნება, თუ ამას პროტესტი არ მოჰყვება

საქართველოს პრეზიდენტი, აცხადებს, რომ სირცხვილია, როცა თანამშრომლებთან შეხვედრის მიზეზით, ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ფარულად შედის.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება.
„სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომც და თანამშრომლებთან შეხვედრისთვის! სირცხვილი იქნება, თუ ამას არ მოჰყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან, ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, როგორც ეს კონსტიტუციაშია ასახული!“- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სამინისტროში პრემიერ-მინისტრი, იმყოფება, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებს ახალი მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნდა წარუდგინოს.
უწყებასთან დღეს დილიდან აქცია იმართება. აქციის მონაწილეების განცხადებით, მხარდაჭერას უცხადებენ უწყების თანამშრომლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის გადადებასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი – საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს – რატომ არ არის თუნდაც საპროტესტო აქციებზე მუხტი?