სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების – მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის

ძალიან მალე დადგება დრო ახალი ს – მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არ არის, რომ „მაინც და მაინც ყოველ დღე ვიდგეთ სადმე“, არამედ მთავარი მოვალეობაა ახალი არჩევნებისთვის მომზადება.
„საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად. ეს დრო ნამდვილად მოდის. დღეს, ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არ არის, რომ მაინც და მაინც ყოველ დღე ვიდგეთ სადმე, არამედ მთავარი მოვალეობაა მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, პარტნიორების, რომლებიც მზად არ არიან მიატოვონ საქართველო და იმედი უნდა გვქონდეს იმის, რომ მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი, ყველასი ერთად.
მე როცა გადავწყვეტ, რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, ყოველ ჯერზე, გეტყვით წინასწარ, გეტყვით რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის