– საქართველო ენდობა პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას – მჯერა თქვენი სოლიდარობის 29 დეკემბერს და მერეც, ახალ არჩევნებამდე!

საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ასევე, სჯერა პარტნიორების სოლიდარობის 29 დეკემბერს და მას შემდეგაც.
“საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მჯერა თქვენი სოლიდარობის! 29-ში [დეკემბერს] და მერეც… ახალ არჩევნებამდე!” , – წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები – აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები