დღეს საქართველო დიპლომატის დღეს აღნიშნავს – მათ პატივსაცემად, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი დაიცვა, თუმცა, დიპლომატი გიორგი წიქარიშვილი გისოსებს მიღმაა სწორედ ამ მომავლის მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ნამდვილი დიპლომატია ქვეყანას ემსახურება და არა მათ, ვინც დიპლომატიას ახშობს.
„ნამდვილი დიპლომატია ერს ემსახურება და არა მათ, ვინც მას აჩუმებს!“- წერს ზურაბიშვილი.

				
								
								

