საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს: მაღალი დონის კორუფცია (რომელშიც ათზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია ჩართული), – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომ ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი მტკიცებით, საქართველოშიც, რუსეთის მსგავსად, ხდება პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, ე.წ. გონგოების [მთავრობის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების] შექმნა.
„პოლიტიკური თვითმკვლელობები და განდგომები, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, გონგოებისა და მათი სატელიტების შექმნა, იგივე რეპრესიული კანონები!“- წერს ზურაბიშვილი.




