– საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს

საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია: მინისტრები (თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი) ციხეში არიან! ყოფილ პრემიერ-მინისტრ, თავდაცვის მინისტრ და შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა! რეჟიმი პოზიციებს თმობს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.