სალომე ზურაბიშვილი – საქართველოში საპროტესტო აქციები არ შეწყდება!

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ორმაგი მიზანი აქვს: პირველი პროტესტი არჩევნებთან დაკავშირებით, მისი არმიღება. „დამიბრუნეთ ჩემი ხმა“ არის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი და მთავარი მოთხოვნა. საპროტესტო აქციები არ შეწყდება! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დამიბრუნეთ ჩემი ხმა“ ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ისევე როგორც მის მიერ დამტკიცებული პრემიერ-მინისტრი არ არის ლეგიტიმური და არ აქვს მანდატი, მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო 28 ნოემბერს, რომელიც ევროკავშირისკენ საქართველოს გზის შეწყვეტას ითვალისწინებს. ეს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტის ნების საწინააღმდეგოა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო რუსული სტილის .
„ეს იყო რუსული სტილის არჩევნები. ეს იყო ს მხრიდან ჩარევის ერთ-ერთი მცდელობა. საარჩევნო კამპანიის დროს პროპაგანდის უმეტესი ნაწილი რუსეთის მხრიდან ინსპირირებული იყო. ზოგიერთი ვიდეო იმის ასლი იყო, რა ვიდეოებიც რუსეთის არჩევნების დროს გამოიყენებოდა. ეს სტრატეგია მხოლოდ საქართველოს არ ეხება. იმის შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს ში. რუსეთი ცდის ამის ალტერნატივას, რომელიც არის ჰიბრიდული ომი მისი მეზობლების წინააღმდეგ. ჩვენ ვართ პოლიგონი. პირველი იყო მოლდოვა და მათ წამატებას ვერ მიაღწიეს მოლდოვაში მოლდოვის დიასპორას დამსახურებით. საქართველო არის შემდეგი პოლიგონი და თქვენ გაქვთ კიდევ ერთი, თქვენთან ძალიან ახლოს – რუმინეთი, სადაც კიდევ ერთი პოლიგონი. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი უნდა იყოს შეშფოთებული, პირველ რიგში, საქართველო, რადგან ჩვენი უახლოესი მომავალი ახლა განისაზღვრება, მაგრამ ყველა ჩვენგანი უნდა შეაშფოთოს იმ ფაქტმა, რომ რუსეთი ახალ სტრატეგიას ტესტავს. ჰიბრიდულ სტრატეგიას, სადაც საქართველო კარგი ტესტი იყო მათთვის, რადგან ხელისუფლება ეხმარებოდათ. ისინი არიან რუსეთის მარიონეტები, ახორციელებენ რუსეთის მეთოდებს და რუსულ კანონებს. ჩვენ გვაქვს რუსული კანონი, რომელიც ყველა ჩვენგანმა ვიცით. ეს არის კანონი, რომელმაც რუსეთს საშუალება მისცა, კონტროლის ქვეშ მოექცია საკუთარი სამოქალაქო საზოგადოება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“