სალომე ზურაბიშვილი – საქართველო ხმას მისცემს მშვიდობიანად და დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას მშვიდობიანად

არ არის სცენარი, სადაც ეს მოხდება. საქართველო ხმას მისცემს მშვიდობიანად და დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას მშვიდობიანად, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, არის თუ არა რეალური, რომ საქართველოში ს შედეგებში ჩაერევა.
„ყველა ეს თეორია თეორიაა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სურს ევროპული მომავალი და ხალხის ნებას ვერაფერი დაუდგება. ვიდეოები, რასაც უშვებენ იმის შესახებ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოიგებს, ომი იქნება; რუსეთი ჩაერევა, დაშინების ტაქტიკაა არჩევნების წინ, ასევე, ზეწოლის განხორციელების მცდელობა ამომრჩეველზე. არცერთი ქვეყანა, რომელსაც ეტყვი: „ომის არ გეშინია“? არ გეტყვის – „არ მეშინია“.
არ არის სცენარი, სადაც ეს მოხდება. საქართველო ხმას მისცემს მშვიდობიანად და დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას მშვიდობიანად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას

თაზო დათუნაშვილი – კომიკური და უდიდესი უტიფრობაა, რომ ერთი ხელით დანაშაულს სჩადის მთელი ძალოვანი სისტემა „ქურდული სამყაროს“ დახმარებით და მეორე ხელით თავისი შემოქმედების გამოძიებას იწყებს