სალომე ზურაბიშვილი – საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია – გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი

საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არნახული მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას.გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.
ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი გავიდა, მეორე ადგილს ს პარტია იკავებს, მარინ ლე პენის გაერთიანება კი მესამე ადგილზეა. აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება კი ვერცერთმა პარტიამ ვერ მოახერხა.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო ს პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის “ეროვნული გაერთიანება” 33,2%-ით ლიდერობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?