საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და ევროპის საკითხებში მინისტრს ბენჟამინ ჰადადს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, ჰქონდა არსებითი დისკუსია საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რისთვისაც ფრანგ მინისტრებს მადლობას უხდის.
“მადლობა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ამ არსებითი დისკუსიისთვის, ასევე ევროკავშირისა და “ვაიმარის სამკუთხედის” როლისთვის ქართველი ხალხის მომავლის უზრუნველყოფასა და ევროპული პერსპექტივის აღდგენაში დახმარების კუთხით”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო – „ქართულ ოცნებას“ ახლაც მუხანათობა აქვს ჩაფიქრებული, არ აგვკრძალავენ, „ნაცმოძრაობისა“ და გვარამიას ხალხი კი ჩვენ დაგვიწყებს ლანძღვას