სალომე ზურაბიშვილი – საპრეზიდენტო სასახლის აღების პაროდია მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული, ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის 310 დღის დისკრედიტაციისთვის

საპრეზიდენტო სასახლის აღების ეს პაროდია მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის 310 დღის დისკრედიტაციისთვის , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ის აგრძელებს ხალხთან მშვიდობიანად დგომას.
“საპრეზიდენტო სასახლის აღების ეს პაროდია მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული,დ ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის 310 დღის დისკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, ფორმალურად უარვყოფ ამას და ვაგრძელებ ჩემს ხალხთან მშვიდობიანად დგომას მანამდე, სანამ ახალ არჩევნებს არ მოვიგებთ,” – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი