სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო აქტივისტებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სამოქალაქო აქტივისტებს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლადო მაჭავარიანმა განაცხადა, შეხვედრაზე მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ „რაც შეიძლება ეფექტურად მივიდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს ხმა“ დასავლელ პარტნიორებთან.
„მთავარი გზავნილები იქნება მიუნხენის კონფერენციის წინ, რომ რაც შეიძლება ეფექტურად მივიტანოთ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს ხმა. სალომე ზურაბიშვილი დღეს არის ერთადერთი შუამავალი. მას ესაუბრებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებამდე მივიდეს სწორი გზავნილები. ამიტომ, ძალიან კარგია ასეთი შეხვედრის ინიციატივა. უცხოელი პარტნიორები უფრო კარგად გაიგებენ თუ რა სურს და რა სიტუაციაშია დღეს სამოქალაქო საზოგადოება, ზოგადად, საქართველო და ჩვენი პროტესტი. ვფიქრობ, რომ არანაირი ალტერნატივა არ აქვს იმას, რომ იქიდანაც უფრო მეტი წნეხი იყოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, შიდა წნეხს ვახორციელებთ პროტესტით, თუმცა გარედანაც უნდა იყოს ეს წნეხი და ეს გზავნილი უნდა მივიდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებამდე“, – განაცხადა ლადო მაჭავარიანმა.