სალომე ზურაბიშვილი – საერთო საფრთხეების წინაშე ერთობა ჩვენი ყველაზე ძლიერი თავდაცვაა

გაფართოება არ არის მხოლოდ პროცედურული საკითხი – ეს ეგზისტენციალურია ჩვენთვის – საქართველოსთვის და თქვენთვის – ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„საერთო საფრთხეების წინაშე ერთობა ჩვენი ყველაზე ძლიერი თავდაცვაა. ერთად, უნდა შევეწინააღმდეგოთ ავტოკრატიებს და დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებები“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.