სალომე ზურაბიშვილი: საბჭოთა კავშირის განცხადებებს ჰგავს „ოცნების“ მტკიცება, რომ ევროპისკენ მიჰყავთ ქვეყანა

პრეზიდენტი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მტკიცება, თითოს ის ევროპისკენ მიდის, ტყუილია და საბჭოთა კავშირის განცხადებებს ჰგავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტვ პირველთან, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ის, რაც გვესმის დღეს საარჩევნოდ, რომ „ოცნება“ და მმართველი გუნდი თითქოს მიდის ევროპისკენ, არის ტყუილი. ისეთივე ტყუილია, როგორიც იყო თავის დროზე, როცა საბჭოთა კავშირი ირწმუნებოდა, რომ დემოკრატიული იყო. იგივეა დღესაც. როგორ მიიყვანენ ქვეყანას ევროკავშირში, როცა ევროპიდან გვეუბნებიან, რომ ამ კანონებით, მიდგომებით, პარტნიორების ლანძღვით, მოგონილი ომის პარტიით, ვერანაირად შეხვალთ ევროკავშირშიო. ფანჯარა ღიაა ქართველი ხალხისთვის, რომელმაც თავისი სათქმელი უნდა თქვას არჩევნებზე და არამხოლოდ ქუჩაში“, — ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი ამბობს, რომ გზა ევროკავშირისკენ მხოლოდ დროებით არის შეჩერებული და მას აჩქარებულად დავუბრუნდებით, როცა ამას მოვისურვებთ და ამ ნებას არჩევნებზე დავაფიქსირებთ.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა იმ განწყობებზე, რაც საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ, იმაზე, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ მომავლის შიში, რამდენადაც უნდა დასრულდეს საჯარო სექტორის ერთი პარტიისადმი უსიტყვო მორჩილება.
„საჯარო სექტორმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ გადავდივართ ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობაზე. საჯარო სექტორი არ შეიძლება იყოს დამოკიდებული ერთ პარტიაზე. ჩვენ რომ არ გვყოლოდა ძლიერი საჯარო სექტორი, ასოცირების ხელშეკრულებას ვერ მივაღწევდით. ადმინისტრაცია თავის საქმეს აკეთებდა და დღესაც დიდწილად ასეა. ეს არის ის, რაც ქმნის სახელმწიფოს. თუ არ არის საჯარო სექტორი, პოლიტიკური პარტიები ვერაფერს გააკეთებენ. ერთპარტიულობასთან ერთად, პარტიული მითითებების შესრულების ეს მახინჯი პრაქტიკაც დამთავრდება“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს