საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს – -ს განცხადება

სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს – -ს განცხადება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს. 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განცხადებები მან ამჯერად დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი, ტრადიციულად არსებითი მტკიცებულებების და არგუმენტების გარეშე, კვლავ აყენებს ბრალდებებს “ს გაყალბებისა” და “რუსული მეთოდების” შესახებ. “- ამის შესახებ ნათქვამი ცესკო-ს განცხადებაში.
“სინამდვილეში ყველა ობიექტური დაინტერესებული მხარისათვის კარგადაა ცნობილი, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი არ ჰქონია ისეთ დარღვევებს, რომლებსაც შეეძლო არსებითი გავლენა ჰქონოდა შედეგებზე.
გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პარლამენტის ს შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული პრეტენზიების ობიექტურად შესაფასებლად. პროკურატურის შუალედური განცხადებით, რომელიც არაერთ საგამოძიებო ექსპერიმენტს თუ ჩვენებას ეფუძნებოდა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ არავის, მათ შორის არც სალომე ზურაბიშვილს, არ წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები.
საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებითაც.
ასეთი უსაფუძვლო განცხადებები დიდი ალბათობით მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით საარჩევნო გარემოსა და პროცესის მთლიანობის დაზიანებისკენ, არასწორი აღქმების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, რათა მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია და დაითესოს სკეპსისი ნებისმიერი არჩევნების შედეგებთან მიმართებაში, სადაც ბრალდებების ავტორებისთვის სასურველი შედეგი არ დადგება.
კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, წარმოადგინონ შესაბამისი, საფუძვლიანი მტკიცებულებები, ან თავი შეიკავონ უსაფუძვლო და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისაგან.” – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.7%, სავალუტო რეზერვები უკვე გაიზარდა 5.6 მლრდ დოლარამდე, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება

გვაქვს ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას – ეს ინიციატივა გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის

გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, გვექნება კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას

ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად, სასამართლოსთვის მიმართვა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, ევროსაბჭოს მომხსენებლები კი „ქართულ ოცნებას“ სწორედ სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო აკრიტიკებენ