სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილისა და ნავალნის შედარებაზე – არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია – საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!

არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი Bloomberg-თან ინტერვიუში სა და ს შედარებას.
ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ჰყავს „მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს“.
რის საპასუხოდაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „შედარების მიზეზი არ არსებობს“, აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტმა მას დაუკონკრეტა, რომ მხოლოდ „ჰუმანიტარული თვალსაზრისით“.
„შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება… თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”