სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე – თუ ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ და იქითკენ გასული

თუ ჩვენი ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმული შემდეგი კითხვის საპასუხოდ განაცხადა:
კერძოდ, ახალგაზრდამ პრეზიდენტს ჰკითხა: „25 აპრილს ევროკაშირმა გამოსცა რეზოლუცია, სადაც ითხოვდნენ რუსული კანონის უკან გაწვევას და მასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. აპირებთ თუ არა გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ბერკეტი ევროპასთან დასაახლოებლად და შეიწყალოთ პრეზიდენტი სააკშვილი?“.
„თუ ჩვენი ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ და იქითკენ გასული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას