– რუსული მმართველობა საქართველოში: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ივანიშვილის მარჯვენა ხელი დააკავეს

ტერორი საქართველოში, რუსული მმართველობა საქართველოში: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ბ. ივანიშვილის მარჯვენა ხელი, დღეს დილით დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ გამოძიება ასევე მიმდინარეობს ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, დაკავებულები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე.
„ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოძიების ქვეშაა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ციხეში არიან. მმართველობა შიშით, რუსული გზით! – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?