სალომე ზურაბიშვილი რუსეთ – საქართველოს ომში მთავარ პრობლემად არა ქართველი ხალხის მძიმე მდგომარეობას, არამედ მხოლოდ კრიზისს ხედავს დასავლეთისთვის

„რთული მოსასმენია როცა ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთ- საქართველოს შესაძლო ომზე საუბრობ და საკუთარი ხალხზე წუხილის ნაცვლად დასავლეთის კრიზისზე აკეთებ აქცენტს“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ს განცხადების შესახებ.
მეგრელიშვილის შეფასებით სალომე ზურაბიშვილის ეს მძიმე პოლიტიკური განცხადება არის სახელმწიფოს ღია ღალატი.
მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არის პოლიტიკური იარაღი ამომრჩევლის ხელში, გავაკეთოთ სწორი, ქვეყნისთვის საჭირო არჩევანი და სალომე ზურაბიშვილის ფრანგული ქოლგის ქვეშ შეფარებული დესტრუქციული ოპოზიცია დავამარცხოთ.
„ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი საქართველოში სამხედრო ოპერაციის განხორციელებას გადაწყვეტს ეს იქნება კიდევ ერთი კრიზისი დასავლეთისთვის.
ქართულმა მხარემ რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე. მათგან 125 სოფელი დღემდე დე ფაქტო რეჟიმების კონტროლის ქვეშ არის.
ომის შედეგად საცხოვრისი იძულებით შეიცვალა დაახლოებით192 ათასმა ადამიანმა. მათგან 30 000-მდე ამ დრომდე დევნილობაში რჩება.
2008 წლის 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ბიურომ 125819 დევნილი გაატარა რეგისტრაციაში.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის ომი მცოცავი ოკუპაციის სახით გრძელდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან მოყოლებული, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, ს საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერია გავლებული.მათი მხრიდან ხდება ადამიანების გატაცება.
ეს არის უმძიმესი პოლიტიკური ფასი რასაც ქართული სახელმწიფო 2008 წლის ომის შემდეგ იხდის და რომლის განმეორებაც ქართულ სახელმწიფოს უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს მაგრამ 2008 წლის ომის სიმძიმეს არ იზიარებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ის რუსეთ – საქართველოს ომში მთავარ პრობლემად არა ქართველი ხალხის მძიმე მდგომარეობას, არამედ მხოლოდ კრიზისს ხედავს დასავლეთისთვის.
სალომე ზურაბიშვილის ეს მძიმე პოლიტიკური განცხადება არის სახელმწიფოს ღია ღალატი. რთული მოსასმენია როცა ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთ- საქართველოს შესაძლო ომზე საუბრობ და საკუთარი ხალხზე წუხილის ნაცვლად დასავლეთის კრიზისზე აკეთებ აქცენტს.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები არის პოლიტიკური იარაღი ამომრჩევლის ხელში, გავაკეთოთ სწორი, ქვეყნისთვის საჭირო არჩევანი და სალომე ზურაბიშვილის ფრანგული ქოლგის ქვეშ შეფარებული დესტრუქციული ოპოზიცია დავამარცხოთ.
ამით შევქმნით მყარ გარანტიებს ქართული სახელმწიფოს კიდევ უფრო განვითარებისათვის და ყველას დავანახებთ, რომ პრაგმატული პოლიტიკით მიღწეული მშვიდობა ბევრად ჯობია ომს.“-წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი თავისი განცხადებებით ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა, ნიშნავს იმას, რომ ის აზიანებს ევროკავშირს და აზიანებს ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირთან