სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო ქმედება, აგრესია და ვფიქრობ, რომ წითელი ხაზი, რომელიც ფარავს NATO-ს ყველა წევრს – პუტინი მის გადაკვეთას ვერ გაბედავს

რუსეთმა ში შეჭრაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო და ეს არ იყო რამეზე რეაქცია, ეს იყო ქმედება, აგრესია და ვფიქრობ, რომ წითელი ხაზი, რომელიც ფარავს NATO-ს ყველა წევრს – პუტინი მის გადაკვეთას ვერ გაბედავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველო რაც უფრო ახლოს იქნება NATO-სთან, უფრო უსაფრთხოდ იქნება, პრეზიდენტი დადებით პასუხს სცემს. ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, „უკრაინის შემთხვევაში, ამან აჩვენა, რომ პუტინისთვის, სთვის უკეთესი იყო“ – ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ის ასე არ ფიქრობს“.
„მე ასე არ ვფიქრობ, ეს არაა ახსნა. რუსეთმა უკრაინაში შეჭრაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო და ეს არ იყო რამეზე რეაქცია, ეს იყო ქმედება, აგრესია და ვფიქრობ, რომ წითელი ხაზი, რომელიც ფარავს NATO-ს ყველა წევრს – პუტინი მის გადაკვეთას ვერ გაბედავს. ეს უკვე მრავალჯერ დამტკიცდა. და რა თქმა უნდა, ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნისათვის, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა ნათელია, რომ NATO-ს კავშირში ყოფნა, დაცულობისა და უსაფრთხოების ერთადერთი გზაა და ჩვენ სხვა გზა არ ვიცით. ევროკავშირის გაფართოება NATO-ს გაფართოებასთან ერთად მიდის და ეს ორიენტაცია საქართველომ თავის კონსტიტუციაში ჩაწერა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, იწვევს თუ არა პრეზიდენტში ს ახლანდელი კომენტარები ღელვას? – სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ -ს პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება.
„რა თქმა უნდა, ამერიკის პოლიტიკაზე კომენტარს არ გავაკეთებ, არ იქნება სწორი. როგორც საქართველოს არ აქვს ევროინტეგრაციისა და NATO-ში ინტეგრაციის ალტერნატივა, არ ვფიქრობ, რომ აშშ-ს რაიმე ალტერნატივა აქვს გარდა იმისა, რომ ამ ძალიან ძლიერი ალიანსის უდიდეს მოკავშირედ დარჩეს მათი მომავლისათვის. ასე რომ, ამაშიც დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინის მიერ არჩეული მოდელი, როდესაც NATO-ს ზოგიერთ წვერთან ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერა ხელი, ფიქრობს თუ არა, ზურაბიშვილი, რომ ეს მოდელი საქართველოსთვისაც მისაღებია, პრეზიდენტი ასე პასუხობს:
„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი გზაა. ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოებამდე საკითხი პროგრესირებდა და ევროკავშირთან დაახლოების მიზნით იყო გარკვეული საკითხები ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებში მოხვედრისათვის, ამის მსგავსად, ალიანსში თითოეულ მთავარ მოკავშირესთან დაახლოება ძალიან კარგი შუალედური გზაა, რა თქმა უნდა, ის არ ცვლის საბოლოო მიზნებს და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა შეასუსტოს ან შეანელოს საბოლოო მიზნისკენ სვლა, მაგრამ ეს ძალიან კარგი შუალედური გზაა მხარდაჭერის მისაღებად. რა თქმა უნდა, დღეს უკრაინას უფრო მეტად სჭირდება ამ ტიპის ორმხრივი შეთანხმებები, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს იწყება უკრაინით, მაგრამ თუ შეგვიძლია მაგალითი ავიღოთ, ვფიქრობ, ეს საინტერესო მაგალითი იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა მოლაპარაკებების დასაწყებად ღია, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს მთავრობის გადასაწყვეტია.
„ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი, ეს მთავრობის გადასაწყვეტია. მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო მაგალითია და ეს ასევე, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ევროპელი პარტნიორების სურვილზე, რომ მიჰყვნენ ამ გზას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს