– როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? – ეს დიქტატურაა

როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? ეს დიქტატურაა. ეს არის დღევანდელი საქართველოს მოსამართლეები და სასამართლოები – რუსეთის გულითადი მეგობრები და ივანიშვილის მონები“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „2024 წლის დეკემბერში ამერიკის ფინანსური სანქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო“.
„უნდა აღინიშნოს, რომ ოფშორების კანონი, (რომელსაც მე ვეტო დავადე), მაშინ იქნა მიღებული, როდესაც ყურადღების ცენტრში უცხოური აგენტების კანონი იყო და სანქციებისთვის გვერდის ავლის ოფიციალური თავშესაფრის შექმნას საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკომისიისა და -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, შესაბამისი რეაქცია არ მოჰყოლია“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ