– როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო მეზობელ ხალხს, ზოგი ჩვენი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის

როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს, ზოგი ჩვენი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის, – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
ამით სალომე ზურაბიშვილი საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდგომ ორი ქვეყნის გულშემატკივრებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
„ბოდიშის მოხდა, ზოგს არა საჭირო ადგილას და არასწორი მიმართულებით რომ უყვართ, იმათ გასაგონად.
როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს, ზოგი ჩვენი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის.
ჩვენ ვართ და ვიქნებით კეთილმეზობლურად განწყობილი სახელმწიფოები, უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელი ერები, და ვიცხოვრებთ მშვიდობიან ევროპულ კავკასიაში!“- წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო