რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.
„გილოცავთ, ხელახლა არჩევას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისთვის და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისადმი მათი მტკიცე არჩევანის მიმართ. მოუთმენლად ველი შემდგომ თანამშრომლობას!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს, ევროპარლამენტარებმა ხმათა უმრავლესობით რობერტა მეცოლა პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ