სალომე ზურაბიშვილი – რვა დემონსტრანტი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები – სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან – კრიტიკის გაჩუმების, ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა

რვა დემონსტრანტი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები – სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან – კრიტიკის გაჩუმებისა და ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა, – ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, და სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება -ს განცხადებას, რომლის თანახმად, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან რვას ბრალდება შეეცვალა – გამოძიება მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს: სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება, რაც 4-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
“2 თებერვალს თბილისში 31 დემონსტრანტი დააკავეს. ახლა 8 – მათ შორის პოლიტიკური ლიდერები – სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან, ვინაიდან ადმინისტრაციული დარღვევა 4-წლიანი პატიმრობის საფრთხედ იქცა. კრიტიკის გაჩუმებისა და ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა”, – წერს ზურაბიშვილი.
„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მათივე განცხადებით, საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსის, გიორგი ჯანიკაშვილის განცხადებით, სამსახურებრივი ფორმა სისხლით დაესვარა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში ძლიერად მოხვდა, თუმცა „ტანსაცმელი სახლში მისვლის შემდეგ გარეცხა“