რეჟიმი პარალიზებულია – ზედმეტად მშიშარაა, რომ მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს და ზედმეტად სუსტია, რომ ის გაასამართლოს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
„რეჟიმი პარალიზებულია – ზედმეტად მშიშარაა, რომ მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს და ზედმეტად სუსტია, რომ ის გაასამართლოს. ის გადარჩენის იმედით, დროის გაჭიანურების უკან იმალება. მაგრამ მისმა სიძლიერემ მათი შიში გამოააშკარავა. ეს არ არის სამართლიანობა. ეს სიკვდილის პირას მყოფი ავტორიტარული სისტემაა. ჩვენ არ გავჩერდებით!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა “ბათუმელების” დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.
კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
